saqarTvelos mdinareebi - Coloqi
ტერიტორიული ერთეულები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ჭახათის მთა |
სიგრძე | 29.5 კმ |
აუზის ფართობი | 159 კმ² |
მდინარე დასავლეთ საქართველოში ნატანების მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 803 მ. სიგრძე 29,5 კმ, აუზის ფართობი 159 კმ2. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 9,5 მ3/წმ.
ისტორიული ფაქტები
1828-1878 წლებში წარმოადგენდა საზღვარს რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის. 1854 წელს მდინარესთან გაიმართა ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ ყირიმის ომის დროს. 1878 წლიდან იქცა ოზურგეთის მაზრისა და ბათუმის ოლქის გამყოფ საზღვრად. 1893 წელს მდინარე აკურთხეს. 1930 წლიდან ქობულეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საზღვარს წარმოადგენს. 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების გამო ასლან აბაშიძის ბრძანებით აფეთქეს ჩოლოქის ხიდი, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. ამჟამად აფეთქებული ხიდის ნაცვლად მოქმედებს ახალი ხიდი.